თეგი: ხულო

ხულოში 25 წლის კაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა

ხულოში 25 წლის კაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. როგორც ცნობილია, 25 წლის ბიჭს მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული და ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული კაცი, თავდაპირველად ხულოს კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, შემდეგ კი პაციენტის ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.    

ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას 26 წლის კაცი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი პირი. სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

შს სამინისტრომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ასევე, საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ცნობილია, ასევე აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი. შეგახსენებთ, რომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამასთან, სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.   

ხულოს მუნიციპალიტეტში, კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ამასთან, ადგილზე მისულ ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.