ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას 26 წლის კაცი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი პირი.
სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.