ხულოს მუნიციპალიტეტში, კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ამასთან, ადგილზე მისულ ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.