შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ასევე, საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც.
როგორც ცნობილია, ასევე აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამასთან, სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.