თეგი: „

სალომე ზურაბიშვილი: ვისაც შევხვდი კონგრესში, ყველა გამხნევებულია, ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს

„აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. „აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლა, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს! ეს მათი ღრმა რწმენაა, რადგან ამერიკამაც გადადგა, ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს  

კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - უკრაინული მედია

კვირას, 26 ივნისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, ისმოდა საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებები ქალაქ შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა. მერის ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები, ამჟამად მიმდინარეობს ორი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების გადარჩენა და ევაკუაცია. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ შევჩენკოვსკის რაიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა ცხრასართულიან კორპუსში. „პირველი, მეორე და მესამე სართულების ნაწილობრივი განადგურდა. ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს

აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში NATO-ს სამიტის დასრულებისას გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს თეთრის სახლის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს დღეებში, ვაშინგტონი უკრაინისთვის $800 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის განცხადებით, NATO-ს ქვეყნები მზად არიან, ალიანსის თავდაცვისუნარიანობა გააძლიერონ. „კიევს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ბადენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უშანგი (შმაგი) შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე ამბობს, რომ ორი რუსეთი რომ არ არსებობს დღეს უკვე არსად აღარ დაობენ ამაზე. უკრაინაზე თავდასხმამ ყველასთვის, თუ ვინმეს ეეჭვებოდა მანამდე, მათთვისაც კი ცხადი და აშკარა გახადა. „ჩემმა მეუღლემ შმაგი სოფრომაძემ საქართველოს დროშას არ დააბიჯა ფეხი,რასაც აიძულებდნენ ოკუპანტები.. წამებით მოკლეს... ორი პატარა შვილი დაგვრჩა...მამით ამაყობენ, თუმცა ცხადია როგორც ყველას, მათაც მამა გვერდში ერჩიათ რა თქმა უნდა... მამამისმა გაკვეთილი და მაგალითი დაუტოვა საკუთარ შვილებსაც და სხვებსაც... ომი შენი ნებით არასდროს არ უნდა დაიწყო, მაგრამ თუ თავს გესხმიან, საკუთარი თავი და რაც გიყვარს და ვინც გიყვარს ღირსეულად უნდა დაიცვა.. ჩემზე მეტად არავის ენდომებოდა მე და ჩემს ქმარს ერთად გაგვეზარდა შვილები,მაგრამ გულის სიღრმეში მიფიქრია... რომ დაეღწია იმ ტყვეობიდან თავი,დაებიჯებინა საქართველოს დროშისთვის, შევძლებდით მერე ერთად ცხოვრებას? ან ცხოვრების გაგრძელებას შეძლებდა თვითონ? მე ვიცნობ ჩემს მეუღლეს და ზუსტად ვიცი,ამას ვერ შეძლებდა,ვერაფრით ვერ შეძლებდა ღირსებაშელახულს ეცხოვრა. ეს მაგალითი დაუტოვა თავის შვილებსაც.. ამიტომ მამა სულ მათთანაა.. გზას უნათებს ლამპარივით და სწორ გეზს და მიმართულებას აძლევს მათ არჩევანსაც.. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ჩვენ ისევ გვიჭირს გაერთიანება იმ აზრის გარშემო რომ რუსეთი ჩვენი დაუძინებელი მტერია.. რუსულ სიმღერებს ვუსმენთ და რუს ტურისტებზე ეკონომიკის აწყობას ვგეგმავთ ლამის.. არ შეიძლება მათი ნდობა არაფერში.. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, უფრო ზუსტად 2019 წელს სწორედ ასე რუსულ ტურიზმზე ფსონდადებულ საქართველოს, რუსეთმა ეგრეთწოდებული სანქცია და ემბარგო დაუწესა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო ფრენები აკრძალა და რამდენიმე კომპანიას ქართული ღვინის რუსეთში შეტანის უფლება შეუჩერა. ივნისის ბოლოს, გაგანია ტურისტულ სეზონზე აუკრძალა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა. კარგად მახსოვს მერე როგორ დარჩნენ დაზარალებულები რუს ტურისტებზე გადაწყობილი სასტუმროების მფლობელები.. მახსოვს მაშინ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა,თუ ნებას მომცემთ დავასახელებ, დიმიტრი აბდუშელიშვილმა რუსეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, აგვისტოს ომის და ნატოს მისიებში მონაწილე, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახები მისივე დაფინანსებით, ამ მზაკვრული სანქციისგან დაზარალებულ სასტუმროებში დაგვასვენა.. ეს ძალიან სიმბოლური ჟესტი იყო და თან ძალიან ამაღელვებელი. წლების მერე გავიგე ვინ იყო ეს ბიზნესმენი... არასდროს მომცემია საშუალება მადლობა გადამეხადა... ესეც სამაგალითო ნაბიჯი იყო. ასეთი ხალხის და ასეთი საზოგადოების კონსოლიდირება გვჭირდება დღესაც და მოვერევით ამ დაქსაქსულობას,რუსეთის დეზინფორმაციებს.. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ ამისთვის მინიმუმ მტერი და მოყვარე უნდა განვასხვაოთ“, - ამბობს თეა ტაბატაძე.       სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ დახვრიტეს... - აგვისტოს ომის გმირებს მეუღლეები Europetime-თან იხსენებენ თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ

Reuters: სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყეს

რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსული საავიაციო ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს წყაროების თანახმად, „აეროფლოტმა“ უკვე დაშალა ორი რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 და Airbus A350 ნაწილებისთვის, რათა ეს ნაწილები იმავე მოდელების სხვა თვითმფრინავებისთვის გამოიყენოს. სააგენტოს ცნობით, Airbus A350-ის ტექნიკური მომსახურება მხოლოდ საზღვარგარეთ ხორციელდება, ამიტომ მათი შეკეთებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოყენება ყველაზე აქტუალურია. Reuters ეყრდნობა Flightradar24-ის თვითმფრინავის თვალთვალის მონაცემთა ბაზის ინფორმაციას. მათი თქმით, „აეროფლოტის“ ფლოტის ავიახაზების 15% ბოლო სამი თვის განმავლობაში არ აფრენილა. ამ რიცხვშია სამი Airbus A350 თვითმფრინავი. რუსული ავიახაზებისთვის ახალი სათადარიგო ნაწილების მიწოდება სანქციებით აკრძალულია. თუმცა, 21 ივლისს, ევროკავშირმა გადაწყვიტა ICAO-ს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, ამ მიმართულებით შეზრუდვა მოეხსნა. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა აღიარა, რომ უცხოური ფლოტის ნაწილი შეიძლება დაიშალა სათადარიგო ნაწილებისთვის, რადგან თვითმფრინავები მოძველებულია.