რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსული საავიაციო ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს წყაროების თანახმად, „აეროფლოტმა“ უკვე დაშალა ორი რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 და Airbus A350 ნაწილებისთვის, რათა ეს ნაწილები იმავე მოდელების სხვა თვითმფრინავებისთვის გამოიყენოს.
სააგენტოს ცნობით, Airbus A350-ის ტექნიკური მომსახურება მხოლოდ საზღვარგარეთ ხორციელდება, ამიტომ მათი შეკეთებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოყენება ყველაზე აქტუალურია.
Reuters ეყრდნობა Flightradar24-ის თვითმფრინავის თვალთვალის მონაცემთა ბაზის ინფორმაციას. მათი თქმით, „აეროფლოტის“ ფლოტის ავიახაზების 15% ბოლო სამი თვის განმავლობაში არ აფრენილა. ამ რიცხვშია სამი Airbus A350 თვითმფრინავი.
რუსული ავიახაზებისთვის ახალი სათადარიგო ნაწილების მიწოდება სანქციებით აკრძალულია. თუმცა, 21 ივლისს, ევროკავშირმა გადაწყვიტა ICAO-ს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, ამ მიმართულებით შეზრუდვა მოეხსნა.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა აღიარა, რომ უცხოური ფლოტის ნაწილი შეიძლება დაიშალა სათადარიგო ნაწილებისთვის, რადგან თვითმფრინავები მოძველებულია.