თეგი: „ლუკოილი“

„ლუკოილი“ სიცილიაში გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის

იტალიაში გადაწყვიტეს, სიცილიაში „ლუკოილის“ ქარხნის კვიპროსის ფონდ G.O.I. Energy-ისთვის მიყიდვა დათქმით, რომ ქარხანაში ნავთობის მიმწოდებელი გაკონტროლდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ოფშორულ იმპორტზე ევროპული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევიდა. ISAB-ის ქარხანა სიდიდით მესამეა ევროპაში. კომპლექსი ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. „ლუკოილი“ ISAB კომპლექსის ერთადერთი მფლობელი 2013 წელს გახდა.  

ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილის ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა

ბულგარეთის მთავრობამ სახელმწიფოს,  ბურგასის პორტთან მდებარე ნავთობის ტერმინალი Rosenets-ი დაქვემდებარებაში გადასცა. ადრე ის რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილს ტერმინალის ექსპლუატაციის კონცესიის შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში აცნობა. ბულგარეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გეორგი გვოზდეიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას არ გადაუხდის კონცესიონერს, რადგან ხელშეკრულება ფორსმაჟორული ვითარების გამო შეწყდა. ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს „ამიერიდან ლუკოილს შეუძლია, ეძიოს თავისი უფლებები სხვაგან, მაგრამ არა ბულგარეთში. ჩვენ დავიცავით კანონი და ევროპული რეგულაციები,“ - განაცხადა მინისტრმა. 2011 წელს ლუკოილმა ხელი მოაწერა კონცესიის ხელშეკრულებას ტერმინალის მართვაზე. ხელშეკრულების ვადა 35 წელია. ამ ზაფხულს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა  მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ნავთობზე ემბარგო დააწესა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებულის გამო, სანქციების ქვეშაა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

„ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება. „ლუკოილს“ ბულგარეთში  ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ნეფტოხიმი“ ბურგასში, ასევე, საწვავისა და ბენზინგასამართი სადგურების საცავების ქსელი ეკუთვნის. კომპანია „გადახედავს სტრატეგიას ქვეყანაში აქტივების მიმართ“, რის მიზეზადაც ასახელებს ცვლილებებს თავისი საქმიანობის განხორციელების პირობებში. „ლუკოილის“ თანახმად, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოიწონა „დისკრიმინაციული კანონები“ და „მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ბიზნესის გაყიდვას. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს რუსეთის საწვავზე დამოკიდებულება.