ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილის ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა

ბულგარეთის მთავრობამ სახელმწიფოს,  ბურგასის პორტთან მდებარე ნავთობის ტერმინალი Rosenets-ი დაქვემდებარებაში გადასცა. ადრე ის რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილს ტერმინალის ექსპლუატაციის კონცესიის შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში აცნობა.


ბულგარეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გეორგი გვოზდეიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას არ გადაუხდის კონცესიონერს, რადგან ხელშეკრულება ფორსმაჟორული ვითარების გამო შეწყდა.

„ამიერიდან ლუკოილს შეუძლია, ეძიოს თავისი უფლებები სხვაგან, მაგრამ არა ბულგარეთში. ჩვენ დავიცავით კანონი და ევროპული რეგულაციები,“ - განაცხადა მინისტრმა.

2011 წელს ლუკოილმა ხელი მოაწერა კონცესიის ხელშეკრულებას ტერმინალის მართვაზე. ხელშეკრულების ვადა 35 წელია. ამ ზაფხულს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო.


ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა  მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ნავთობზე ემბარგო დააწესა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებულის გამო, სანქციების ქვეშაა.