რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება. „ლუკოილს“ ბულგარეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ნეფტოხიმი“ ბურგასში, ასევე, საწვავისა და ბენზინგასამართი სადგურების საცავების ქსელი ეკუთვნის.
კომპანია „გადახედავს სტრატეგიას ქვეყანაში აქტივების მიმართ“, რის მიზეზადაც ასახელებს ცვლილებებს თავისი საქმიანობის განხორციელების პირობებში. „ლუკოილის“ თანახმად, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოიწონა „დისკრიმინაციული კანონები“ და „მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ბიზნესის გაყიდვას.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს რუსეთის საწვავზე დამოკიდებულება.