იტალიაში გადაწყვიტეს, სიცილიაში „ლუკოილის“ ქარხნის კვიპროსის ფონდ G.O.I. Energy-ისთვის მიყიდვა დათქმით, რომ ქარხანაში ნავთობის მიმწოდებელი გაკონტროლდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ოფშორულ იმპორტზე ევროპული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევიდა.
ISAB-ის ქარხანა სიდიდით მესამეა ევროპაში. კომპლექსი ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. „ლუკოილი“ ISAB კომპლექსის ერთადერთი მფლობელი 2013 წელს გახდა.