NATO-ს გენერალური მდივანი: რუსეთი განაგრძობს სახიფათო ქმედებებს და ემუქრება მეზობლებს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე მიუთითებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ამის მაგალითად ის გარემოება დაასახელა, რომ რუსეთი განაგრძობს სახიფათო ქმედებებს სამხედრო წარმოდგენლობის მასიური ზრდით არქტიკიდან აფრიკამდე.

მისი თქმით, რუსეთი აშანტაჟებს და ემუქრება მეზობლებს, ზეწოლას ახდენს მის შიგნით ოპოზიციის მშვიდობიან დემონსტრაციებზე და ახორციელებს კიბერშეტევებს NATO–ს ქვეყნებში. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია ერთიანობა, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო წესრიგის დარღვევის მცდელობებს ავტორიტარული ძალებისგან, მათ შორის რუსეთისგან.

„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ძალების მზადყოფნიდ გაძლიერებას, ჩვენი შესაძლებლობების მოდერნიზებას და მეტ ინვესტიციებს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ძლიერი სამხედრო ძალები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების პირველი ხაზი ძლიერ საზოგადოებაზე გადის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.