საქართველო NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას “SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, სწავლებას NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) უწევს კოორდინაციას NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში.
“SHARP LYNX 2026” NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში (NATO MNMPBAT) მონაწილის სტატუსის (2 წლიანი ციკლი) მიღებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობას, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. სწავლების დასრულების შემდეგ შეფასდება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები.
სწავლებაში ხორვატიის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და საქართველოს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.