კარლ ჰარცელი ამნისტიის კანონპროექტზე: იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა

„იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად, რაც პარლამენტში განხორციელდება, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა“, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამნისტიის კანონპროექტზე ჰკითხეს.

„როგორც ვიცით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მაგიდაზე ერთზე მეტი კანონპროექტი დევს. იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად, რაც პარლამენტში განხორციელდება, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა, რათა საბოლოოდ ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, რისი იმედიც გვქონდა და რაც გათვალისწინებულია შეთანხმებაში“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა.