საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლატვიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.
საუბარი შეეხო NATO-ს „ღია კარის პოლიტიკას“ და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა განაცხადი, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. კახა კუჭავას თქმით, ამ მიმართულებით ლატვიის მხარდაჭერა და გამოცდილება მნიშვნელოვანია.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის.