ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში გაიმართება მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ევროპული ტურნედან ვაშინგტონში დაბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის ინტერესებს დაიცავს.