ლიეტუვა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
„საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. „ბორდერიზაცია“ დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლიეტუვა არასდროს შეეგუება ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას“, - დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.