პარლამენტმა მოქალაქეთა "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს კენჭისყრაზე 80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს, ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
"იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი მაინც კონკრეტული პარტიის შეიწყვეტს უფლებამოსილებას, ამოქმედება ეს მექანიზმი, რომელიც უკავშირდება დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნახევარი მაინც პლენარული სხდომების ნახევარს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება. თუ შემდგომ პარტია იმოქმედებს პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად, ეს დაფინანსება აღუდგება", -კანონპროექტის მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა .