„აშშ მიესალმება აზერბაიჯანული მხარის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს.
„მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მან მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ“, - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის ტექსტში.