შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებასა და მათი ქვეყანაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება.
„მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ეს ეუთო-ს მნიშვნელობას აჩვენებს. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ზომები ხელს შეუწყობს „მინსკის ჯგუფის“ თანა-თავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობით“, – აცხადებს ან ლინდე.