თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ესტუმრება.
როგორც ცნობილია, ქალაქ შუშაში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. ვიზიტისას განიხილება თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთანამშრომლობის ყველა ასპექტი და მათი შემდგომი გაღრმავება. საუბარი ასევე შეეხება ყარაბაღის თემასაც
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ალიევთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი EURO 2020 ჯგუფური ეტაპის მატჩს უყურებენ.