გერმანიის საელჩო საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის წარმატებით შესრულებას ულოცავს. ამის შესახებ საელჩო ტექსტს Facebook-ზე ავრცელებს.
„საქართველოს ვულოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის წარმატებით შესრულებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონისთვის“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ტექსტში.