„ალიანსისთვის მნიშვნელოვან მომენტში ვხვდებით. დღეს ჩვენ გავხსნით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ თავს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღება, ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერი მესიჯი იქნება.
„ლიდერები განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის არის რუსეთი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ეს გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ ჩვენს მიდგომას რუსეთისადმი: ძლიერი დაცვა დიალოგთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ლიდერები ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ბაიდენთან კონსულტაციის შესაძლებლობას პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის წინ.
ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩინეთის თემას. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობები და ჩვენ გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, იარაღის კონტროლი. მაგრამ ჩინეთის სამხედრო ზრდა, მზარდი გავლენა გარკვეულ გამოწვევებს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას.
ამ ფონზე, დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდებიან ამბიციურ დღის წესრიგზე, NATO 2030-ის შესახებ. ეს ეხება იმას, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, გამძლეობა და პირველად NATO-ს ისტორიაში, კლიმატი და უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ამოცანა გავხადოთ ჩვენი ალიანსისთვის.
ასევე დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები თანახმა არიან, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ, რომ უფრო მაღალი დონის ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ეს არის ძალების გაზრდა, რაც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას.ასე რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ, იქნება ძლიერი გზავნილი ერთიანობის და რომ ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს, გლობალური კონკურენციის პერიოდში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.