„ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში.
„რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას მეთიუ ბრაიზა NATO-ს დღევანელი სამიტის დროს ელის.
„სავარაუდოდ, სამიტზე განხილვები შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოც არის. მთავარი საკითხი იქნება შეშფოთების გამოხატვა რუსეთის არაპროგნოზირებად და ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის შიგნით“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
ასევე, საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ განიხილება პრობლემატურად, ბოლო წლებში მისი კურსის გამო. საერთო ჯამში, NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან.
NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.
მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს