NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი არის წმინდა ვალდებულება. მინდა, იცოდეს მთელმა ევროპამ, რომ აშშ თქვენთანაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტის გახსნამდე.
NATO-ს ალიანსი ძლიერია როგორც არასდროს. დღეს მე შევუერთდი ჩვენს მოკავშირეებს, რომ განვიხილოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საკითხი, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე ეგრესია, ჩინეთის გამოწვევა, კიბერ თავდასხმები, ტერორიზმი და კლიმატის ცვლილება.
„11 სექტემბერს, როდესაც ჩვენ თავს დაგვესხნენ, NATO-მ დაუყოვნებლივ დაგვიჭირა მხარი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.