კელი დეგნანი: ზაზა გახელაძე არის გულსატკენი და აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება. ეს არის გულსატკენი, მაგრამ აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში. ამას თავისი შედეგები აქვს რეალური ადამიანებისთვის“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.

„კიდევ ერთხელ მტკიცედ მსურს დავადასტურო ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების მოთხოვნები და უნდა შეცვალოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება. სასწორზე რეალური ადამიანების სიცოცხლე დევს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდით დგომას აგრძელებს