„NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გზავნილი NATO-ს მიმართ და დადასტურებული ერთგულება ალიანსისადმი. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდეგ. მოსკოვის აგრესიული ქმედებები აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და ალიანსის მიდგომას ისევ გაუსვა ხაზი, რომელიც ასევე გულისხმობს დიალოგს.