საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.