საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცობილია, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა.