21 ივნისს საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება.
მისი ინფორმაციით, კომიტეტი სხდომაზე დავით ზალკალიანისგან მოისმენს მოხსენებას როგორც ნატოს სამიტთან დაკავშირებით ასევე, მეზობელ ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიზიტების შესახებ.
„როგორც იცით, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქცია მინისტრის მოსვლა ითხოვა. რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე გვესტუმრება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.