ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BBC-ის ინფორმაციით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვების მაღალი შანსი იბრაჰიმ რაისს აქვს. ის შიიტი სასულიერო პირია, რომელიც ირანის მართლმსაჯულების სისტემას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მოწინააღმდეგეა აბდოლნასერ ჰამეთი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაური.

დისიდენტებმა და რეფორმატორებმა მოსახლეობას მოუწოდეს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მათი თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესი არასამართლიანი იყო და ბევრი კანდიდატი უსამართლოდ მოხსნეს არჩევნებიდან. საკუთარი არჩევენი უკვე დააფიქსირა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ხამანეიმ მოუწოდა მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.