Reuters-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები ავღანეთის თემაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსული სარაკეტო კომპლექსის, „ეს-400“-ის საკითხი კვლავ არ გადაჭრილა.
როგორც სალივანი ამბობს, ბაიდენი და ერდოღანი ავღანეთის თემაზე კონკრეტულად შეთანხმდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის პერიოდში ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვაში თურქი სამხედროები წამყვან როლს შეასრულებენ.
ამასთან, სალივანის განცხადებით, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხზე შეთანხმება არ შედგა და დიალოგი გაგრძელდება.