ლუკ კოფი ყარაბაღის კონფლიქტზე

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხაურება. ექსპერტი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს გამოყოფს.

„მთიანი ყარაბაღის ომი: ყველაზე მეტად გამარჯვებული - აზერბაიჯანი: მიწები გაათავისუფლა. რუსეთი - გამარჯვებული: გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში. თურქეთი - გამარჯვებული: შეცვალა გეოპოლიტიკური ბალანსი რეგიონში. ირანი - წაგებული: რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება მოუწევს. ყველაზე მეტად წაგებული - სომხეთი: ბრძოლის ველზე აშკარად დამარცხებული“, - წერს ლუკ კოფი.