პარლამენტის საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას დაიხურება

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. 25 ივნისს დაგეგმილია პლენარული სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოუსმენენ.

ამასთან, პარლამენტი მუშაობას არ ასრულებს და რიგგარეშე სესიის ფორმატში მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს.

არსებული ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილია უზენასესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ასევე, ცესკოს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.