საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის მმართველი პარტიის კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების შანსები 13 რეგიონიდან არც ერთში არ აქვთ.
ქვეყანაში რეგიონული არჩევნები მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.
Ipsos-ისა და Sopra Steria-ს პროგნოზით, 13 რეგიონიდან ექვსში ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს ხმების 50 პროცენტზე მეტის მიღებას, 27 ივნისს მეორე ტური გაიმართება.
თავად ლე პენს არც ერთ რეგიონში არ დაუყენებია საკუთარი კანდიდატურა, თუმცა, აქტიურად ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და სავარაუდოდ, ემანუელ მაკრონს დიდ კონკურენციასაც გაუწევს.
.