„სომეხი მოქალაქეები ქალბაჯარის რაიონში საკუთარ სახლებს წვავენ, რათა ის აზერბაიჯას არ გადაეცეს“, - ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტი Twitter-ზე, თავის სიუჟეტში ჰყვება, რომელიც ქალბაჯარის რაიონში არსებულ ვითარებას ეძღვნება.
თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ არავინ არ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, - ამბობს რესპონდენტი BBC-სთან.
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე 10 ნოემბერს გამოაცხადა. მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების განლაგებაზე შეთანხმდნენ. სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე უნდა გადავიდეს ქალბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები.