იაპონიის თავდაცვის მინისტრის კიში ნობუოს განცხადებით, იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედროები ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას სახელწოდებით Orient Shield-ს ჩაატარებენ.
როგორც ცნობილია სწავლებაში ორივე მხრიდან დაახლოებით 3 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, წვრთნები ხუთშაბათს, 24 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.
„ამ სწავლებების ისტორიის მანძილზე, ეს წვრთნები იქნება ყველაზე მასშტაბური იქნება. იაპონიის გარშემო არსებული რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. უმნიშვნელოვანესია იაპონიის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს იაპონურ-ამერიკული სტრატეგიული ალიანსის განმტკიცებას“, – განაცხადა იაპონელმა მინისტრმა.
იაპონია-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები Orient Shield 1985 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ის შექმნილია ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ურთიერთქმედების გასაზრდელად, ასევე ტაქტიკური და საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.