აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების 33 ვებგვერდი დაბლოკა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
სასამართლოს განკარგულების თანახმად, აშშ-მა 33 ვებგვერდი დაბლოკა, რომელსაც ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირი (IRTVU) იყენებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ კონტროლირებადი რადიოსა და ტელევიზიის კავშირი აშშ-ში ლიცენზიის გარეშე მომსახურეობით ვერ ისარგებლებს.
აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის რეჟიმის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებისა და მავნე გავლენის ოპერაციების საპასუხოდ მიიღო.
დაბლოკილ ვებგვერდებს შორისაა ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Press TV და al-Masirah TV, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები მართავენ.