მარინა კალიურანდი: მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის წევრებთან

ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორად დანიშვნის შემდეგ აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

„სიამაყით დავთანხმდი თანაფასილიტატორად დასახელებას და მუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და პარლამენტის დეპუტატებთან“, - წერს მარინა კალიურანდი Twitter-ზე.

ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა

შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს