როსარია პუგლისი: საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს

„საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს“, - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა ისაუბრა NATO-ს 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე.

როზარია პუგლისის შეფასებით: საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: „საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის“.

მისივე თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება დგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

„ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში“, - აღნიშნავს როზარია პულისი.

როზარია პულისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან