ავსტრია ლოკდაუნს აცხადებს

ავსტრია მომავალი კვირიდან ლოკდაუნზე გადადის. მანამდე, ამ ქვეყანაში, კარანტინი ღამის საათებში მოქმედებდა. შეზღუდვა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. წერს BBC კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებაზე დაყრდნობით

შეზღუდვა 17 ნოემბრიდან შევა ძალაში.

ავსტრიელები სახლის დატოვებას სამსახურის, აუცილებელი საყიდლების შესაძენად და ვარჯიშის მიზნით შეძლებენ. ავსტრიაში პარასკევს კორონავირუსის 9,586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 191,000 ინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 1661.