NATO ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ერაყში მისიას გააფართოებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს.
„დიდად მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ვმონაწილეობ. NATO-ს მტკიცე ვალდებულებაა, საბოლოოდ გაანადგუროს დაეში („ისლამური სახელმწიფო“). ეს მოიცავს ჩვენს გეგმას, გავაფართოოთ წვრთნისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა NATO-ს მისიის ფარგლებში ერაყში, მისი მთავრობის თხოვნით“, - წერს იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგი რომში დაეშის წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის მინისტრების სხდომას ესწრება.