თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ კომისიაში ახალ თავმჯდომარესა და ახალ წევრებს ელოდებიან, რათა მათთან ერთად ჩაატარონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.
„საარჩევნო ორგანიზაცია არის ძალიან მძლავრი და ძლიერი ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. იცით, რომ წარსულშიც გვქონდა მსგავსი ტიპის გამოწვევა, თუმცა როგორც ადრე, ასევე ახლა, მზად ვართ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. განახლებული კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკოს ახალი თავმჯდომარე. ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ მათთან ერთად შემოდგომაზე ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებოდა დატოვა.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. მის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.