რუმინელი ექიმი, რომელმაც ხანძრის დროს, კოვიდინფიცირებული გადაარჩინა, სამკურნალოდ ბელგიაში გადაიყვანეს. მას სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს. ამის შესახებ BBC წერს.
პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა კატალინ დენსიუს განსაკუთრებული სიმამაცე შეაქცო და მის ქმედებას გმირული უწოდა. რუმინეთში, კოვიდკლინიკაში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 7 კაცი და სამი ქალია. გარდაცვლილთა ასაკი 67-დან 86-მდეა. გამოძიება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, როგორ გაჩნდა ხანძარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ცეცხლი ასევე მოედო მომიჯნავე ოთახს.
ზოგიერთი ცნობით, ცეცლი სამედიცინო აპარატს გაუჩნდა, როდესაც ახლომდებარე ჟანგბადის ბალონმა აალება გამოიწვია.
რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა მოხდა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს. რუმინეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 360 000 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცლილია 9000-მდე ადამიანი.