უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს.
„ჩვენ უკვე პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ვეუბნებით NATO-ს, შავ ზღვაში სიტუაცია უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი კონტროლს დაამყარებს და თავისი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, NATO-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან“.
„ნელ-ნელა, თუმცა ჩნდება პოლიტიკის ელემენტები სწორედ შავი ზღვისთვის, სამწუხაროდ, არის ასეთი ინგლისური გამოთქმა – too little too late. ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან. ვისურვებდი, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
NATO-ს წვრთნების პარალელურად, შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება გაიმართა