საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გაუსვეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს.
ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში. მისი განცხადებით, აღსანიშნავია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის.
ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, განიხილეს და დასახეს უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ამ მიმართულებით NATO-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები.
„ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. ეს გახლდათ პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. 10 წლის განმავლობაში ვისწავლე იმდენი ქართული, რომ გავიგო, რომ თქვენ ჩამოთვალეთ მთლიანი დღის წესრიგი, თუმცა ნება მომეცით ვთქვა რამდენიმე სიტყვა. პირველ რიგში მინდა აღინიშნოს, რომ NATO-ს სამიტზე ნამდვილად აღიარეს ის, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და NATO-სთან დაახლოების კუთხით.
თუ შევადარებთ წინა სამიტის დეკლარაციას და ახლანდელს, აშკარად ჩანს რომ დოკუმენტი გახდა უფრო მკაფიო, დეტალებზე ორიენტირებული და ხდება გამოწვევების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეების, მეტად აღიარება.
ჩვენ დავსახეთ უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ამ მიმართულებით და NATO-ს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე. მინდა ასევე გამოვხატო NATO-ს მხრიდან დაფასება და მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში.
აღსანიშნავია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს. ამ როლს ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს და ჩვენ მადლიერნი ვართ ამისთვის.
ამას გარდა, ჩვენთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია რუსეთის გამო უარესდება. ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ინფორმაციის გაცვლას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელებისა და NATO-სთან დაახლოების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ამ რანგში მუშაობის 10 წლის განმავლობაში, თუ შევადარებთ, იმ მდგომარეობას, რაც იყო მაშინ, როდესაც მე დავიწყე მუშაობა ამ პოზიციაზე და ახლა, აშკარაა, რომ საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ამის ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო. ჩემს ახალ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგაც გავაგრძელებ საქართველოსა და ჩვენი თანამშრომლობის მხარდაჭერას და ბედნიერი შევხდები საქართველოს, როდესაც ის გაივლის „ღია კარის“ გზას“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.