საფრანგეთმა კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა, შემთხვევების შემცირებას კი ლოკდაუნს უკავშირებს. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა. წერს CNN.
„ბოლო 10 დღის განმავლობაში, Covid-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა, ხოლო პოზიტიურობის მაჩვენებელი იკლებს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეპიდემიის პიკი გადავლახეთ. კვლავ ვაკონტროლებთ ეპიდემიას“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 981 827 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 44 548 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.