რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგები ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი და მათ ფიზიკურად უპირისპირდებიან, როგორც ცნობილია, დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი.
მათ შორის, სცემეს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ოპერატორი. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ,,იმედის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, ,,პალიტრანიუსის" წარმომადგენელსაც.
აღიშნულ ფაქტს ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი გამოეხმაურა, რომელიც აქციაზე იმყოფება. სასულიერო პირი მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აკისრებს და ამბობს, რომ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესია ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები პასუხისმგებლობაა.
,,ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პრაიდის ორგანიზატორები არიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს