თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე.
აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან და ავლაბრის მეტროდან ორ ნაკადად მიდიან თავისუფლების მოედნისკენ.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.