ისრაელის საელჩო: საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში

„საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში“, - ამ შინაარსის განცხადებას ისრაელის საელჩო ავრცელებს.

„წელს, იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად აღმართა ცისარტყელას დროშა. ისრაელის საელჩო თბილისში სიამაყით უჭერს მხარს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, ისევე როგორც „პრაიდის“ ორგანიზატორებისა და ლგბტქი თემის უფლებას, რომ მშვიდობიანად განახორციელონ მსვლელობა. საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.

გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს