იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სახელმწიფომ სოციალური დისტანციის კონტროლისთვის ულტრათანამედროვე ხელსაწყოების გამოყენება დაიწყო. რობოტი სახელად რობოვი (Robovie) დღეიდან მოსახლეობას გააკონტროლებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
რობოვი კიოტოს ტელეკომუნიკაციების საკვლევ ინსტიტუტში შექმნეს, მისი განთავსება კი ქალაქის ფეხბურთის გუნდის ოფიციალურ მაღაზიაში გადაწყდა.
კამერითა და 3D ლაზერული სხივით აღჭურვილი რობოტი თითოეულ გამვლელს დააკვირდება და შენიშვნას მისცემს მათ ვინც, სოციალურ დისტანციას არღვებს ან ნიღაბს არ ატარებს სწორად. რობოვის სატესტო რეჟიმში მუშაობს და თვის ბოლომდე გააკონტროლებს პრევენციული ზომების დაცვის ხარისხს.
120,000 დადასტურებული შემთხვევა და 2,000 გარდაცვლილი, იაპონიის მთავრობის სხვადასხვა მიდგომა ბევრ ქვეყანაზე ეფექტურად უმკლავდება მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას. ქვეყნის მიღწევების მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სიფხიზლისკენ და იმედოვნებს, რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში.